საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონსტანტინე ჟღენტი 

დაიბადა 1952 წლის 8 სექტემბერს ქ. თბილისში;

განათლება:

1970-1975  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის      სტუდენტი (სპეციალობა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების (არაბული) ისტორია);

საქმიანობა:

01.2008-02.2009 საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უნგრეთსა და სერბეთში; 

02.2006-01.2008 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიასა და  უნგრეთში „ეუთო“ სა და ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში;

09.2004-02.2006 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში;

09.2000-09.2004 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხებზე);

09.1997-09.2000 საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოს საელჩოში ოტალიაში;

1995.09-1997.09 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი;

1992.07-1995.09 საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;

1992.02-1992.07- საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

1991.01-1992.02- საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზის დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი;

სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა:

1976.01-1989.01-საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის თანამშრომელი (უმცროს მეცნიერ თანამშრომლიდან, საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილების უფროსამდე);

1982-1983 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი;

24.02.1984 ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (სადისერტაციო თემა განმათავისუფლებელი მოძრაობა პალესტინაში ინგლისის მანდატის წლებში); 

1989.01-1990.01-მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი;

50 მდე სამეცნიერო შრომის და ერთი მონოგრაფის („პალესტინა და პალესტინელები“ თბილისი, „ნაკადული“ 1986 წ.) ავტორი;

1982-1987  წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების „მეორად“ ფაკულტეტზე;

1993 წლის 01.09-01.12- „მიწვეული მეცნიერ თანამშრომელი“ აშშ ს ჰარვარდის უნივერსიტეტის „კენედის სკოლაში“(მუშაობდა და კითხულობდა ლექციებს თემაზე „რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში“);

2002-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს („გეოპოლიტიკის“ საკითხები) თბილისის უცხოენათა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე, თბილისის აზიის და აფრიკის ინსტიტუტში, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის კათედრაზე.

2009-2013- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სრული პროფესორი.

საზოგადოებრივი საქმიანობა:

1978-1989 საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საზოგადოება „ცოდნის“ საერთაშორისო მიმომხილველი;

2009-2013 რადიო ტელევიზია პალიტრის გადაცემა „აქ და ახლა“ ს ავტორი და წამყვანი;

მრავალი სტატიის ავტორი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებზე.

ოჯახური მდგომარეობა  ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

ფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს