საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 4 აგვისტოს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკაში:

  • კონსტანტინე ჟღენტი - (2014 წლიდან-დღემდე)
  • გიორგი კუბლაშვილი - (2009 - 2013)
  • დავით ზალკალიანი - (2004 - 2007)
  • გივი აბდუშელიშვილი - (1997 - 2004)

საქართველო ტაჯიკეთს ფარავს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან (ქ. ტაშკენტი). საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი წელიწადში ორჯერ ჩადის ქ. დუშანბეში და მართავს კონსულტაციებს.

ტაჯიკეთის რესპუბლიკა საქართველოს ფარავს ქ. ბაქოში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ბაქო) ზოჰირ საიდოვი.

ეკონომიკური თანამშრომლობა

2016 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოსა ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ტვირთბრუნვა დაახლოებით 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ძირითადად, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოდის. თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა.

გასული წლების მონაცემები:

სავაჭრო ბრუნვა

2014

ექსპორტი

10.77 მლნ.

10,8 მლნ.

იმპორტი

0.03 მლნ.

სავაჭრო ბრუნვა

2015

ექსპორტი

4,4 მლნ.

4,4 მლნ.

იმპორტი

0,01ლნ.

სასარგებლო ბმულები

საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში www.uzbekistan.mfa.gov.ge

ტაჯიკეთის რესპუბლიკის საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში embassy.rtra@gmail.com