საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისათვის ხელმისაწვდომი პროგრამების შესახებ

სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
ინფორმაცია 
 სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ახორციელებს პროგრამას „ქართული ენის დისტანციური სწავლება“, რომელიც ხელს უწყობს
ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით. 
პროგრამის მიზანია ახალი მასწავლებლების შერჩევა დისტანციური გაკვეთილების
ჩასატარებლად, დისტანციურ სწავლებაში ჩართული საზღვარგარეთ მცხოვრები
ბავშვებისთვის ქართული ენის დისტანციური გაკვეთილების ჩატარება, დისტანციურ
სწავლებაში ჩართული მასწავლებლების პროფესიული განვითარება, დისტანციური
გაკვეთილებისთვის სხვადასხვა ენობრივი კომპეტენციის მქონე მოსწავლეებისთვის
შესაბამისი მეთოდური და თემატური სასწავლო მასალების მომზადება.
ბენეფიციარები არიან საქართველოდან ემიგრაციაში წასული ოჯახების შვილები,
რომელთათვის ქართული წარმოადგენს მშობლიურ ენას, მაგრამ ენობრივი კომპეტენციები
უკიდურესად დაბალია.
 საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული განათლება საჯარო
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით.
პროფესიული განათლების სრული დაფინანსება სახელმწიფოს მიერ  იძლევა დასაქმების
უფრო მეტ შესაძლებლობას. 
 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია საქართველოსა და უცხო
ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს უცხო ქვეყანაში,
ან მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის აღიარებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში, ასევე,
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყანაში მიღებული
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ
მოთხოვნებს, აქვთ  ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის
უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. პროგრამის გავლა შესაძლებელია
მხოლოდ  პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ
სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით. (დეტალური ინფორმაცია
ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
http://mes.gov.ge/content.php?id=6772&lang=geo)
* აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეში შეიძლება იგულისხმებოდეს ეთნიკურად ქართველი,
რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა.
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხორციელდება "ქართულის,
როგორც უცხო ენის, სწავლების" პროგრამა. ვებგვერდზე
http://www.geofl.ge/#!/page_home  
განთავსებულია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასწავლო-მეთოდური
მასალები.