საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტაშკენტში აღინიშნა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

2018 წლის 21 თებერვალს ქ. ტაშკენტში, ბანგლადეშის რესპუბლიკის საელჩოში  გაიმართა  შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა. შეხვედრა მიეძღვნა მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს. ღონისძიების ყველა მონაწილემ წაიკითხა ლექსი თავის ენაზე. საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ა. მელაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გალაქტიონ ტაბიძის ლექსი „უსიყვარულოდ,“ რომელიც ბანგლადეშის საელჩომ შეიტანა სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მომზადებულ ბუკლეტში (ქართულ და ინგლისურ ენებზე - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, დონალდ რეიფილდის (Donald Rayfield) მიერ შესრულებული თარგმანით “Without love”).