საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფესტივალი ტაშკენტში

17 აპრილს ქ. ტაშკენტში, უზბეკეთის სამხატვრო აკადემიის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფესტივალი,“ რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, მათ შორის საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა.

აღნიშნულ ფესტივალზე, რომელიც გაგრძელდება 21 აპრილამდე, წარმოდგენილია  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი „ქართული ეროვნული სამოსის“ ფოტოგამოფენა, რომელიც ფესტივალის მონაწილეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს.