საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო კონკურსში „ოლთინ კალამ“ („ოქროს კალამი“) გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება

2018 წლის 3 მაისს ქ. ტაშკენტში, ხელოვნების სასახლეში „თურქისტონი“, გაიმართა პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონკურსში „ოლთინ კალამ“ („ოქროს კალამი“) გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

საქართველოს საელჩოს სახელით, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბ-ნმა გიორგი ბოჭორიშვილმა, ქართული ტურისტული კომპანიის „თეგეტა თრეველი“ დირექტორთან ქ-ნ თინათინ გოგუაძესთან ერთად, გადასცა სპეციალური პრიზები და საქართველოს კურორტ „საირმე“-ს ერთკვირიანი ტურისტული საგზურები, ნომინაციაში: ,,საქართველოსა და საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მასალა“ გამარჯვებულ უზბეკეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის სატელევიზიო არხის „DUNYO BOYLAB“ ჟურნალისტებს, გულსარა საგატხანოვასა და მოხირ მუროდოვს, საუკეთესო გადაცემის მომზადებისთვის.