საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ქართული შემოდგომა ტაშკენტში“

13 ოქტომბერს ქ. ტაშკენტში გაიმართა ქართული კულტურისადმი, ღვინისა და რთველისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი „ქართული შემოდგომა ტაშკენტში,“ რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საელჩოს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა (გ. ბოჭორიშვილი, ნ. მანჯგალაძე, თ. ლოლუა, თ. კოპალეიშვილი, ო. ფიფია, ზ. სულაკაძე, დ. თოდუა, ე. ივანიძე და სხვები), უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა სპორტსმენებმა, კულტურის მოღვაწეებმა, ბიზნესმენებმა, უზბეკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საელჩოს კონსულმა გ. ბოჭორიშვილმა და დიასპორის თავმჯდომარის მოადგილემ ზ.სულაკაძემ.