საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნ ზურაბ აბდუშელიშვილის შეხვედრა გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცენტრალური აზიის რეგიონალურ წარმომადგენელთან (UNODC ROCA), ქ-ნ აშიტა მიტალთან.

2019 წლის 19 სექტემბერს საელჩოს შენობაში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნ ზურაბ აბდუშელიშვილის შეხვედრა გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცენტრალური აზიის რეგიონალურ წარმომადგენელთან (UNODC ROCA), ქ-ნ აშიტა მიტალთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ახლო და შუა აღმოსავლეთში არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების კომისიის 2019 წლის 23-27 სექტემბრისათვის ქ. ტაშკენტში დაგეგმილ 54-ე სესიაზე საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობისა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს (UNODC) ცენტრალური აზიის რეგიონალური წარმომადგენლობის (ROCA) საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან და უწყებებთან თანამშრომლობის განვითარების აქტუალური საკითხები.

შეხვედრის დასასრულს ქ-ნმა აშიტა მიტალმა ჩანაწერი გააკეთა საელჩოს სტუმრების წიგნში.