საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კულტურული ტრადიციებისა და ეროვნული კერძების მე-17 საერთაშორისო ფესტივალი

2019 წლის 21 სექტემბერს ქ. ტაშკენტის ბოტანიკურ ბაღში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიური კორპუსის მომსახურეობის ბიუროს ინიციატივით და ორგანიზებით  გაიმართა უზბეკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის კულტურული ტრადიციებისა და ეროვნული კერძების მე-17 საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 34-ზე მეტმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ, მათ შორის საქართველოს საელჩომ უზბეკეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს საელჩოს მიერ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალზე ორგანიზებულ იქნა ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული და ქართული ტურიზმისადმი მიძღვნილი ბროშურები და ბუკლეტები,  ქართული ეროვნული სუვენირები, ასევე, ქართული ღვინისა და მინერალური სასმელების პროდუქცია,  ხოლო ტაშკენტში მცხოვრები  ქართველი მზარეულის მიერ მომზადებულ ქართულ კერძებს  დიდი მოწონება ხვდა წილად ფესტივალის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის.   ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის ჟიურის მიერ  გემოვნების, ეროვნული ტრადიციებისა და კერძების დიზაინის ხარისხის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩოს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი და სპეციალური პრიზი.