საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ქართული შემოდგომა ტაშკენტში“

2019 წლის 5 ოქტომბერს, ქ. ტაშკენტში გაიმართა ქართული კულტურისადმი, ღვინისა და რთველისადმი მიძღვნილი ტრადიციული სახალხო ზეიმი „ქართული შემოდგომა ტაშკენტში,“ რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, უზბეკეთში აკრედიტებული რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საელჩოს კონსულმა გ. ბოჭორიშვილმა და დიასპორის თავმჯდომარის მოადგილემ ზ. სულაკაძემ.