საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნ ზურაბ აბდუშელიშვილის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ალიშერ აბდუალიევთან

2020 წლის 6 თებერვალს, შედგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნ ზურაბ აბდუშელიშვილის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ალიშერ აბდუალიევთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.