საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 7 თებერვალს, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა უზბეკეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

2020 წლის 7 თებერვალს, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა უზბეკეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითად მიზანს დიასპორული ვებ-პორტალის (www.gda.ge) გაცნობა წარმოადგენდა.

საქართველოს ელჩმა, ზურაბ აბდუშელიშვილმა ხაზი გაუსვა ერთიანი  და ძლიერი დიასპორის მნიშვნელობას და უზბეკეთში ქართულ დიასპორასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

საელჩოს დესპანმა ალექსანდრე ყიფიანმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია  დიასპორული პორტალის შექმნის მიზნებსა და შესაძლებლობაზე.