საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის, ზურაბ აბდუშელიშვილის შეხვედრა უზბეკეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან რუსტამ შააბდურახმანოვთან

2021 წლის 8 თებერვალს, გაიმართა ელჩის, ზურაბ აბდუშელიშვილის შეხვედრა უზბეკეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან რუსტამ შააბდურახმანოვთან.  ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი როინ ვარშანიძე და საელჩოს დესპანი ალექსანდრე ყიფიანი. უზბეკური მხრიდან, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი შერზოდ ტაშმატოვი და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი აზიზ კამილოვი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. განხილული იქნა ქართველი და უზბეკი სპორტსმენების ერთობლივი წვრთნებისა და შეკრებების გამართვის შესაძლებლობა როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში. ამ კუთხით, აღინიშნა ძიუდოსა და ტაეკვონდოს მიმართულებებით არსებული წარმატებული გამოცდილება.

უზბეკეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრობისას, ელჩი, ზურაბ აბდუშელიშვილი და ქართული დელეგაცია ეწვია კომიტეტის მუზეუმს და გაეცნო უზბეკეთის სპორტის ისტორიას.