საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართა ონლაინ-შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან სარდორ უმურზაკოვთან

2021 წლის 9 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართა ონლაინ-შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან სარდორ უმურზაკოვთან, რომელზეც განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
შეხვედრაში ასევე მიიღო მონაწილეობა უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა