საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

021 წლის 22 თებერვალს, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ცნობილ მოქანდაკესთან, იაკობ შაპიროსთან

2021 წლის 22 თებერვალს, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ცნობილ მოქანდაკესთან, იაკობ შაპიროსთან შეხვედრა, რომელიც მსოფლიოში სამასზე მეტი სკულპტურის, მათ შორის, ქ. ტაშკენტში, შოთა რუსთაველის ძეგლის ავტორია (დაიდგა 1987 წელს).

შეხვედრაზე, იაკობ შაპირომ ისაუბრა საქართველოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ. გარდა ამისა, განხილული იქნა ქ. ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის საკითხი.