საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

uzbekistan/uzb.viziti.jpg

2018 წლის 21-23 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტი საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ბ-ნ სახიბ საიფნაზაროვის ხელმძღვანელობით. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის, ქ. თბილისის მერიის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს და უზბეკეთის ღვინის სახელმწიფო ადმინისტრაციას „უზვინპრომს" შორის. 23 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ბ-ნ სახიბ საიფნაზაროვთან. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა. საუბარი შეეხო ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს და ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი საწარმოების გახსნის შესაძლებლობას საქართველოში. ასევე, განიხილეს 2018 წლის განმავლობაში საქართველოს და უზბეკეთის სამთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის გამართვის შესაძლებლობა.