ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა


ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.
ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge/), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.
ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:
რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:
თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე. გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები. თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.
გახსოვდეთ!
დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.
თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:
თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში. თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე. ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

 

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და იმ შემთხვევაში, თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
საკონტაქტო ტელეფონები: +99871 2358680; +99890 9569339;



საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 მარტის N15/03/02 განკარგულების შესაბამისად (ადამიანთა ვაჭრობის/ტრეფიკინგი/წინააღმდეგ ბრძოლის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა), გაეცანით ინფორმაციას:

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა (დანართი 1);
საინფორმაციო ბროშურა (დანართი 2).

ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე საქართველოს კომპეტენტური უწყებები და

                                                        ინტერნეტ ბმულები:

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა 

http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო
- http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა
http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba;

- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდი -

http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news

საქართველოს მთავარი პროკურატურა:
- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44

- სახელმწიფო ფონდი
http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43

- სამოქმედო გეგმა
http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42

- ეროვნული რეფერალური მექანიზმი -
http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38

- საერთაშორისო თანამშრომლობა
http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14

 

 

უზბეკეთის რესპუბლიკაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე ძირითადად მუშაობს  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია "Истикболли авлод".

ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, უზბეკეთის რესპუბლიკაში მოქმედებს ცხელი ხაზი: ( + 99871) 276 94 44

 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინატორია ნოდირა კარიმოვა.

საკონტაქტო მონაცემებია: ტელ:(+ 99871) 252 60 21        nkarimova@iom.int

მოსახლეობის მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სახელმწიფოს მხრიდან კურირებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებ. კერძოდ,უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესვლის, გასვლისა და მოქალაქეობის გაფორმების სამმართველოს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის სხვა სამინისტროებსა და უწყებებთან ურთიერთქმედებისას.

 

სამმართველოს მისამართია: . ტაშკენტი, უზბეკეთის . 49-. ტელ: (+998 71) 231-37-98; (+998 71) 232-65-70;  E-mail: uvviog@mvd.uz

 

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში  ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საკონტაქტო მონაცემებია:

მის: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, დუშანბე, 734013, აზიზბეკოვის ქუჩის მე-2 გასასვლელი, N 22 ა

ტელ/ფაქსი: (+992 37) 221-03-02 / 224-71-96

Email: dushanbeinfo@iom.int

ვებ გვერდი: www.iom.tj

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ