ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

2017 წლის 13 აპრილს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ბ-ნი ა. მელაძე შეხვდა უზბეკეთის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების ნაციონალური ასოციაციის (National Association of Electronic Mass Media of Uzbekistan – „NAEMM“) აღმასრულებელ დირექტორს, ქ-ნ ჟამილა ნურჟანოვას - აღნიშნულ ორგანიზაციასთან საელჩოს თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით.

განთავსების თარიღი: 13.04.2017
 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მიმდინარე თანამშრომლობის ასპექტები. ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთსშორის   ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას. მხარეებმამზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ  აღნიშნულ სფეროში არსებული მაღალი პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებითწარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო.

განთავსების თარიღი: 30.03.2017
 

2017 წლის 16 მარტს, ტაშკენტში, უზბეკეთის მირზო ულუგბეკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ზეიმი და გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიების (საფრანგეთის, შვეიცარიის, ეგვიპტის, სლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთის, ჩეხეთის) ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ა. მელაძემ.

განთავსების თარიღი: 16.03.2017
 

2017 წლის 9 თებერვალს ქ. ტაშკენტში საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში, ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა უზბეკეთის რესპუბლიკის მასმედიის წარმომადგენლებისთვის გამართა პრესკონფერენცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ლიბერალური სავიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით.

განთავსების თარიღი: 09.02.2017
 

2016 წლის 7-8 დეკემბერს ქ. ტაშკენტში საქართველოსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. 

განთავსების თარიღი: 08.12.2016
 

2016 წლის 26 ოქტომბერს ქ. ტაშკენტში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა ყოველთვიური "საკონსულო კლუბის“ შეხვედრა

განთავსების თარიღი: 27.10.2016
 

2016 წლის 3 ოქტომბერს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა შეხვედრა გამართა უზბეკ ჟურნალისტებთან, რომლებთანაც ისაუბრა 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

განთავსების თარიღი: 03.10.2016
 

 

2016 წლის 30 სექტემბერს მსოფლიო ენების უზბეკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ჩეხეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის და შვეიცარიის საელჩოებმა.

განთავსების თარიღი: 30.09.2016
 

2016 წლის 28 სექტემბერს ქ. ტაშკენტის სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ციტრუსის უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსპორტირების საკითხს. 

განთავსების თარიღი: 29.09.2016
 

2016 წლის 16 ივნისს საქართველოს საელჩოში უზბეკეთის რესპუბლიკაში გაიმართა შეხვედრა უზბეკეთის იმ 25 წამყვანი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ან დაინტერესებულები არიან საქართველოს მიმართულებით ტურისტული მარშრუტების ათვისებით. 

განთავსების თარიღი: 17.06.2016
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ