ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ტაშკენტში საზეიმოდ აღინიშნა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე

uzbekistan/04.jpg2016 წლის 18 მარტს, ტაშკენტში, უზბეკეთის მირზო ულუგბეკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ზეიმი და გამოფენა, რომელშიც უზბეკეთში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა შ. სიროჟიდინოვმა, საფრანგეთის, ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, შვეიცარიის და უკრაინის ელჩებმა (ჟაკ-ანრი ელსი, გ. კალიმოვი, კ. ჟღენტი, რ. სტანჩუ, ნ. ბრიული, ი. სავჩენკო).

uzbekistan/03_2.jpgსაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის მხარეს და თავის ფრანგ კოლეგას ღონისძიების კარგად ორგანიზებისათვის. ისაუბრა რა ფრანკოფონიის არსზე და მნიშვნელობაზე, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობები საფრანგეთთან და ფრანგულ კულტურასთან. ელჩი შეეხო აგრეთვე საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას და ქვეყნის ოკუპაციას, საქართველოს პირველი მთავრობის იძულებით ემიგრაციას საფრანგეთში. თავისი გამოსვლის მიწურულს, ბატონმა კ. ჟღენტმა აღნიშნა, რომ გამოფენაზე საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი სტენდი ეხება სწორედ ამ ფაქტს და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას იმისათვის, რომ სახელმწიფოთა შორის არსებული შეთანხმებით, ლევილის მამული სულ მალე გადმოეცემა საქართველოს.

uzbekistan/02.jpgღონისძიების საზეიმო გახსნის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენაში მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი სტენდები. საქართველოს სტენდმა და მასზე განთავსებულმა მასალებმა დამთვალიერებელთა - განსაკუთრებით სტუდენტი ახალგაზრდობის დიდი ინტერესი გამოიწვია. ფრანკოფონიის ზეიმის ფარგლებში გაიმართა კონკურსი ფრანგული ენისა და კულტურის ცოდნაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტაშკენტის, სამარყანდის, ყარშის, ბუხარის და უზბეკეთის სხვა ქალაქების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა. გამარჯვებულებს გადაეცათ საელჩოების მიერ დაწესებული პრიზები და საჩუქრები. საქართველოს საელჩოს მიერ დაწესებული პრიზი წილად ხვდა ყარშის უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს ფარჰოდ მუსტაფაკულოვს.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ