ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეომო მიღება ტაშკენტში

uzbekistan/2_2.jpg2016 წლის 25 მაისს, ქ. ტაშკენტის სასტუმრო „რედისონში" გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გულომჟონ იბრაგიმოვი, უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი მუშაკები, უზბეკეთის ქართული დიასპორის, უზბეკეთის საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, უზბეკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ჰიმნების შესრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა, რომელმაც საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ისტორიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. ბატონი კ. ჟღენტი შეეხო დღევანდელი საქართველოს ყველაზე მტკივნეულ და საჭირბოროტო - ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. შემდეგ მან ისაუბრა დღევანდელი საქართველოს მიღწევებზე დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობივი მშენებლობის დარგში.

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებთან და ამოცანებთან დაკავშირებით ბატონმა კ. ჟღენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან და ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება და საბოლოო ჯამში ამ თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად გახდომა, ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნება და განმტკიცება.

ელჩის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათ შორის ურთიერთობებს ცენტრალური აზიის რეგიონთან, „აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობას, ჩინეთთან ურთიერთობას. საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები ბატონმა კ. ჟღენტმა შეაფასა როგორც „უაღრესად მეგობრული." ითქვა, რომ არ არსებობს რაიმე უთანხმოებები საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხებში. ელჩის განცხადებით, კიდევ უფრო შთამბეჭდავია ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში მიღწეული წარმატებები, რომლის მაგალითად მოყვანილ იქნა ის ფაქტი, რომ უზბეკეთიდან ევროპაში მიმავალი საქონლის ტრანზიტის მოცულობა საქართველოს რკინიგზისა და ფოთის პორტის გავლით თითქმის 7-ჯერ გაიზარდა! ელჩმა დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიაპყრო სპეციალურად მიღების ადგილზე განთავსებულ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ექსპოზიციას.

 

uzbekistan/1_1.jpguzbekistan/3_1.jpg

 
რწმუნებათა სიგელების გადაცემა 5 აგვისტო 2009
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ