ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
რუსთაველის 850 წლისთავის იუბილე

uzbekistan/1464105332_19622ae3f5ed382fbb5b4dfdeef97a96_l.jpg2016 წლის 24 მაისს, ქ. ტაშკენტში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა „ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა.

ღონისძიების საზეიმოდ გახსნამდე, ძეგლი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საელჩოს, ქართული დიასპორის, უზბეკეთის ხელისუფლების (ტაშკენტის მერია, უზბეკეთის კულტურისა და სპორტის სამინისტრო) და უზბეკეთში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებმა (ევროკავშირის, უკრაინის, ბანგლადეშის ელჩებმა და კულტურის საკითხებზე სხვა საელჩოების პასუხისმგებელმა პირებმა).

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა, რომელმაც ისაუბრა გენიალური ქართველი პოეტის უკვდავი ნაწარმოების მნიშვნელობაზე და მის როლზე ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების - მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის, კაცთმოყვარეობისა და ვაჟკაცობის დამკვიდრებაში. „სწორედ ამიტომ არის აღიარებული „ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო მემკვიდრეობად და იგი გამოიცა მსოფლიოს 22 ქვეყანაში 31 ენაზე. მხოლოდ უზბეკეთში, უზბეკურ ენაზე „ვეფხისტყაოსანი" გამოიცა სამჯერ და გარდა ამისა, უზბეკების უდიდესი პატივისცემა შოთა რუსთაველისადმი დასტურდება ამ შესანიშნავი ძეგლით და მისი სახელობის ქუჩით," - ხაზგასმით აღნიშნა ბატონმა კ. ჟღენტმა. ბატონმა კ. ჟღენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ყველა მონაწილეს ქართული კულტურის, რუსთაველის პოეზიის ესოდენ დიდი დაფასებისა და პატივისცემისათვის, ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისა და თანადგომისათვის. ელჩის გამოსვლის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა - უზბეკეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელთა შვილებმა ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან."

uzbekistan/2_1.jpguzbekistan/9.jpguzbekistan/24.jpg

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ