ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა უზბეკეთის ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებთა

 

2016 წლის 16 ივნისს საქართველოს საელჩოში უზბეკეთის რესპუბლიკაში გაიმართა შეხვედრა უზბეკეთის იმ 25 წამყვანი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ან დაინტერესებულები არიან საქართველოს მიმართულებით ტურისტული მარშრუტების ათვისებით.

სტუმრებს მიესალმა და საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტურიზმის განვითარების პრობლემებზე და პერსპექტივებზე ილაპარაკა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ბატონმა კონსტანტინე ჟრენტმა, რომელმაც საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ქვეყნის პოტენციალი და ის ფაქტორები, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას ტურისტული თვალსაზრისით. ელჩმა დეტალურად ისაუბრა ქართული ტურიზმის მრავალფეროვნებაზე.

ბატონმა კ. ჟრენტმა ისაუბრა აგრეთვე იმ ძალისხმევაზე და საქმიანობაზე, რომელსაც ეწევიან საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურები და ქართული ტურისტული კომპანიები ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების, მომსახურების სფეროს გაუმჯობესებისა და ტურისტების მოზიდვის კუთხით. ელჩის გამოსვლის გარკვეული ნაწილი დაეთმო ქართული ტურიზმის სექტორში ინვესტიციების განხორციელების თემას, რომლის თვალსაჩინო მაგალითად მოიყვანა ყაზახი ინვესტორების განსაკუთრებული აქტიურობა.

ბატონ კ. ჟღენტის განცხადებით, სხვადასხვა ასაკის, სქესის, პროფესიის უამრავი ქართველი ადამიანია დაინტერესებული უზბეკეთის და პირველ რიგში სამარყანდის, ბუხარისა და ხივის იტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულებით. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კარგ ნიადაგს უქმნის ქართველი და უზბეკი ტუროპერატორების თანამშრომლობას.

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტურიზმის განვითარების ძირითად ხელშემშლელ ფაქტორად დასახელდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არარსებობა. თუმცა, ელჩის განცხადებით, საქართველოში უკვე გამოჩნდნენ სერიოზული ტურისტული კომპანიები, რომლებიც ფიქრობენ ჩარტერული რეისების ორგანიზებას.

მოწვეულმა სტუმრებმა - უზბეკმა ტუროპერატორებმა ისაუბრეს საქართველოს მიმართულებით ტურისტული მარშრუტების ათვისებითა და ქართველ ტუროპერატორებთან თანამშრომლობით საკუთარ დაინტერესებაზე და ამ მიზნის განხორციელების ძირითად პრობლემებზე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ