ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული ციტრუსების პრეზენტაცია იზბეკეთში

2016 წლის 28 სექტემბერს ქ. ტაშკენტის სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ციტრუსის უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსპორტირების საკითხს. ღონისძიებას ესწრებოდნენ უზბეკეთის ბიზნეს-წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები. პრეზენტაცია გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა, რომელმაც ისაუბრა აჭარის რეგიონისა და ბათუმის ეკონომიკურ მიღწევებზე, ტურისტულ შესაძლებლობებზე, ქართული ციტრუსის ხარისხზე და მისი უზბეკეთში ექსპორტირების მიზანშეწონილებაზე. შემდეგ ელჩმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბ-ნი რ. ქურდაძე და იმავე სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი კ. კეკელიძე, რომლებმაც საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს ქართული ციტრუსის ხარისხზე, საექსპორტო ფასებზე და ცენტრალური აზიის და მათ შორის უზბეკეთის მიმართულებით ციტრუსის ტრანსპორტირების დეტალებზე და ნიუანსებზე. ბატონმა კ. ჟრენტმა, ბ-მა რ. ქორიძემ და ბ-მა კ. კეკელიძემ უპასუხეს აგრეთვე უზბეკი ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების მიერ დასმულ კითხვებს.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ