ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ტაშკენტში გაიმართა „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება

 

2016 წლის 30 სექტემბერს მსოფლიო ენების უზბეკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ჩეხეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის და შვეიცარიის საელჩოებმა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ჰოლში წარმოდგენილი იყო ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების ენის, კულტურის, ხელოვნებისა და საგანმანათლებლო პოტენციალისადმი მიძღვნილი  სტენდები. 

საქართველოს სტენდზე განთავსებული იყო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კოლექციების ცალკეული ექსპონატების ფოტოასლები, რომლებიც საელჩოს მოაწოდა აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელობამ (ბ-ნი ზ. აბაშიძე).

საქართველოს სტენდის დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია  სპეციალურად ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილმა მასალებმა, რომლებიც ღონისძიების დაწყებამდე საელჩოს მიაწოდა სამინისტროს ხელმძღვანელობამ.

დამსწრე საზოგადოებას მშობლიურ ენაზე მიმართეს ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, რომლებმაც ისაუბრეს ერებს შორის კულტურული დიალოგის განვითარებაში ენების ევროპული დღის მნიშვნელობაზე, თავიანთი მშობლიური ენის სწავლების პრობლემებზე და სპეციფიკაზე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა თავისი გამოსვლა მიუძღვნა ქართული ენისა და დამწერლობის წარმოშობისა  და მისი ისტორიული განვითარების სხვადასხვა ასპექტებს. კერძოდ, აღნიშნა, რომ „ქართული ენა და ანბანი ერთ-ერთი უძველესი და უნიკალურია მსოფლიოში, რომლის ისტორია განუყოფელია საქართველოს, როგორც ქრისტიანული და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის ისტორიისაგან.“

ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „უზბეკეთში ენების ევროპული დღის ვიდეორგოლის“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. პირველი ადგილი წილად ხვდა ქ. სამარყანდის სიაბის სამშენებლო და ხალხური რეწვის კოლეჯის სტუდენტს გულშან ხაშიმოვას, რომელსაც სხვა ჯილდოებთან ერთად გადაეცა საელჩოს მიერ დაწესებული პრიზი - წიგნი „საქართველო“ - ქართულ და ინგლისურ ენებზე.   

  

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ