ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

2016 წლის 3 ოქტომბერს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა შეხვედრა გამართა უზბეკ ჟურნალისტებთან, რომლებთანაც ისაუბრა 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ბატონმა ჟღენტმა ილაპარაკა საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში ყველა პირობაა შექმნილი არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებისთვის. მან აგრეთვე გადასცა ჟურნალისტებს მონაწილე პარტიათა სრული სია და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები დადებით როლს ითამაშებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს დამკვიდრებაში. საქართველოს ელჩის თქმით, ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული საქართველო უფრო წარმატებით შეძლებს რეგიონის ქვეყნებთან, და მათ შორის მოძმე უზბეკეთთან, თანამშრომლობის გაღრმავებასა და განმტკიცებას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ