ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2016 წლის 7-8 დეკემბერს ქ. ტაშკენტში საქართველოსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო უზბეკეთის დელეგაციას - უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საიდიკრამ ნიაზხოჯაევი. ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებს, გამოხატეს  მათი შემდგომი განვითარებისათვის მზადყოფნა. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მოახდინეს სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ