ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
პრესკონფერენცია

 2017 წლის 9 თებერვალს ქ. ტაშკენტში «International Hotel Tashkent»-ის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში, ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა უზბეკეთის რესპუბლიკის მასმედიის წარმომადგენლებისთვის გამართა პრესკონფერენცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ლიბერალური სავიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

-ნი . ჟღენტი შეეხო ევროპარლამენტში 2 თებერვალს ჩატარებულ კენჭისყრის საკითხს, რომლის შედეგებმა ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ეტაპობრივ რეინტეგრაციას, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად გაჟღერებულ და ქვეყნის მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პოზიციას წარმოადგენს. 

ელჩის განმარტებით, სიტყვარეინტეგრაციასავსებით შეესაბამება მოცემულ შემთხვევას, რადგან საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ იგი გეოგრაფიულად და ისტორიულად ევროპისა და აზიის საზღვარზე იმყოფებოდა და იმყოფება, ქართველები ამაყობენ იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ითვისებდნენ როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ ღირებულებებს და ამასთანავე, შეძლეს რწმენის, ენისა და წეს-ჩვეულებების შენარჩუნება. 

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მიგვაჩნია, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რომელიც მოცემულ ეტაპზე პოლიტიკურ პროცესს წარმოადგენს და ჩვენ ქვეყანას საშუალებას მისცემს ჰქონდეს .. „უსაფრთხოების ქოლგა,“ რომელიც მეტნაკლებად დაიცავს ქვეყანას საგარეო საფრთხეებისგან და დაეხმარება მშვიდობიან და დამოუკიდებელ განვითარებაში - არის მარტივი და სწრაფი პროცესი. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ მის წარმატებით დასრულებას“, - დასძინა მან.

-ნმა . ჟღენტმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს პუნქტი, რომლის თანახმად ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებსაც ეხება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს აღნიშნული რეგიონების მკვიდრნი ასევე გამოიყენებენ ახალ შესაძლებლობებს და უახლოეს მომავალში ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქის პასპორტებზე მოთხოვნა გაიზრდება.

ბ-ნმა კ. ჟღენტმა ასევე, უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს და შეხვედრის მიწურულს საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებისთვის გაშვებულ იქნა მუსიკალური კლიპი ქართველი მუსიკოსების (ჯგუფი ,,ირიაო“) შესრულებით, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია - სიხარულის ოდა ქართულად.

პრესკონფერენციას დაესწრო უზბეკეთის რესპუბლიკის 20-ზე მეტი მასმედიის  წარმომადგენელი, რომელთაც დაურიგდათ პრეს-რელიზები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ