ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ტაშკენტში

            

2017 წლის 16 მარტს, ტაშკენტში, უზბეკეთის მირზო ულუგბეკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ზეიმი და გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიების (საფრანგეთის, შვეიცარიის, ეგვიპტის, სლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთის, ჩეხეთის) ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ა. მელაძემ.

ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონიის დროს წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში ა. მელაძემ ისაუბრა ფრანგული ენისა და კულტურის შესაწავლის, ფრანკოფონიის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე; ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე თანამედროვე, ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და ამ მიღწევების საერთაშორისო აღიარებაზე, - მათ შორის ევროპარლამენტის მიერ საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე; კულტურათაშორისო დიალოგის განვითარების მნიშვნელობაზე - უზბეკეთსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობების კონტექსტში.

შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს აღნიშნული საელჩოების მიერ მოწყობილი სტენდები, გაიმართა აგრეთვე „ფრანკოფონიის ვიქტორინის“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ