ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს სოდიკ საფოევს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მიმდინარე თანამშრომლობის ასპექტები. ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის   ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ  აღნიშნულ სფეროში არსებული მაღალი პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო.

თავის მხრივ სოდიკ საფოევმა ქართველ ხალხს და დიპლომატიურ სამსახურს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და მას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა.

აღინიშნა ქვეყანებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. უზბეკეთის დელეგაციას ასევე  მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას. უზბეკეთის მხარე ასევე გაეცნო ფოთისა და ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურას.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ