ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა

2017 წლის 13 აპრილს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ბ-ნი ა. მელაძე შეხვდა უზბეკეთის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების ნაციონალური ასოციაციის (National Association of Electronic Mass Media of Uzbekistan – „NAEMM“) აღმასრულებელ დირექტორს, ქ-ნ ჟამილა ნურჟანოვას - აღნიშნულ ორგანიზაციასთან საელჩოს თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით.

ქ-ნმა ჟ. ნურჟანოვამ ა. მელაძეს გააცნო NAEMM-ის სტრუქტურა და საქმიანობა, დაათვალიერებინა ტელეკომპლექსის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გააცნო NAEMM-იში შემავალი სატელევიზიო არხების, რადიოსადგურებისა და ელექტრონული გამოცემების საქმიანობა, საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე ცალკეული პროექტების, ტელეგადაცემების, სოციალური რგოლების, აგრეთვე უზბეკეთსა და მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე სატელევიზიო ახალი ამბების მომზადების პროცესი.

ა. მელაძემ გამოთქვა კულტურის, განათლების, ტურიზმისა და საინფორმაციო სფეროებში საელჩოსა და NAEMM-ის შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების სურვილი, რაზედაც ქ-ნმა ჟ. ნურჟანოვამ დაინტერესება და მზადყოფნა გამოხატა.

 ქ-ნ ჟ. ნურჟანოვას განცხადებით,  NAEMM-იში შემავალი მედიასაშუალებები (50-ზე მეტი სატელევიზიო არხი,  რადიოსადგური და ელექტრონული გამოცემა) აუცილებლად გააშუქებენ იმ ღონისძიებებს, რომლის ჩატარებასაც გეგმავს საელჩო 2017 წლის 23-27 მაისს უზბეკეთში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში. გარდა აღნიშნულისა, NAEMM-ის ხელმძღვანელობა ორგანიზებას გაუკეთებს საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლისთავთან და ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნ კ. ჟღენტის ინტერვიუს, ხოლო NAEMM-იში შემავალი სატელევიზიო არხი „Karavan TV“ სპეციალურ გადაცემას მიუძღვნის საქართველოს, მის ისტორიას და კულტურას, ღირშესანიშნაობებს და ტურისტულ შესაძლებლობებს. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ