ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
უზბეკეთში აღინიშნა პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე

2017 წლის 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ტაშკენტში გაიმართა მედია-ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ უზბეკეთის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების ნაციონალური ასოციაცია („NAEMM“), UNESCO-ს წარმომადგენლობა უზბეკეთში და კ. ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში.

 

ღონისძიების მიზანი იყო თანამედროვეობის ახალ რეალიებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შემდგომი განვითარების პერსპექტივების განხილვა, აგრეთვე, ღია და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაში მედიის როლის განსაზღვრა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთის ოლი მაჯლისის დეპუტატებმა, ექსპერტებმა და სახელმწიფო ორგანიზაციების პრეს-სამსახურების ხელმძღვანელებმა, მასმედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უზბეკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ა. მელაძემ. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ