ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოთხ დაწესებულებას შორის გაფორმდა მემორანდუმები თანამშრომლობის შესახებ.

2017 წლის 14 დეკემბერს, ქ. ტაშკენტში გაიმართა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოთხ დაწესებულებას (უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, უზბეკეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აბუ რაიხონ ბერუნის სახელობის აღმოსავლეთნცოდნეობის ინსტიტუტი, სამარყანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და სამარყანდის ა. ს. პუშკინის სახელობის საოლქო საინფორმაციო-საბიბლიოთეკო ცენტრი) შორის.

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ბ-ნმა ზ. აბაშიძემ, ბ-ნმა ბ. აბდუხალიმოვმა, ქ-ნმა მ. ნასრულაევამ და ქ-ნმა შ. აჰმედოვამ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ