ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული დიასპორა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში

 

1994 წლის ივლისი დაარსდა ქართული კულტურის ცენტრი, „მეგობრობა“

თავმჯდომარე                   - გიორგი ამირანაშვილი

მთავარი ღონისძიებები:

2000 წლის სექტემბერი – შეიქმნა ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლა, დინა ზამბახიძის ხელმძღვანელობით. (შეისწავლება ქართული წერა–კითხვა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და ქართული ხალხური შემოქმედება)

2006 წლიდან საკვირაო სკოლას ხელმძღვანელობს ნელი ანდრიასოვა, კულტურის ცენტრის თავმჯდომარეს მოადგილე.

2006  წელს შეიქმნა ბავშვთა თვითშემოქმედი ცეკვის ანსამბლი, „მზიური“.

2009 წლის სექტემბრიდან ქართული ენის მასწავლებელია ციალა სეხნიანიძე

 

ყოველწლიური ღონისძიებები:

 

·         ბავშვთა ნახატებისა და ხელნაკეთობების გამოფენები: „ქართული ზღაპრები და მულტფილმები“, „წელიწადის დრონი“, „ჩემი საყვარელი დედა“ და „მშვიდობა

·         ანსამბლი „მზიური“ მონაწილეობს გაზაფხულის დღესასწაულში, „ნავრუზი“, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეში, „მუსტაქილიკი“.

·         ინტერცენტრის მიერ ტარდება ფესტივალი, „უზბეკეთი, ჩვენი საერთო სახლი“; ფესტივალის ლაურეატი, ნათელა კურტიში.

·         ფესტივალი „ეროვნული ტრადიციები და სამზარეულო“.

·         საქველმოქმედო სადილი შრომისა და ომის ვეტერანებისათვის

·         დაღუპულთა ხსოვნის დღე

·         საერთაშორისო ს.გოგნაძესა და რ.რეზვანოვის ხსოვნის ტურნირი სამბო–ში

·         საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

 

ქართული სათვისტომოს გამოჩენილი მოღვაწეები უზბეკეთში:

 

ე.რთველაძე                        – აკადემიკოსი, ისტორიკოსი

რ.სილაგაძე                         –დამსახურებული, უმაღლესი კატეგორიის ექიმი

ა.დოხტურაშვილი           –2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი

ტ.კუჭუხიძე                        –ცნობილი ჰიდროგეოლოგი

ზ.ბახტაძე                            –საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ძიუდოსა და სამბო–ში

ლ.ცინცაძე                           –სახალსო განათლების დამსახურებული მოღვაწე

 

 

ქართული დიასპორა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

 

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორა შეიქმნა 1989 წელს, რომელიც შედგებოდა 74 ერთეული ოჯახისაგან. თუმცა, 1992–1997 წლებში ტაჯიკეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში, დიასპორის წევრების ნაწილმა დატოვა ქვეყანა და დღეისათვის მისი შემადგენლობა ითვლის 150 ადამიანს.

 

1997 წელს ქართულმა დიასპორამ ტაჯიკეთში მოიპოვა იურიდიული სტატუსი და დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია – კულტურულ–საგანმანათლებლო საზოგადოება „სათვისტომო იბერია“.

 

2007 წელს ორგანიზაციამ ხელმეორედ გაიარა  რეგისტრაცია.

 

საზოგადოების თავმჯდომარე არის იური მიხეილის ძე მეტრეველი, რომელიც ასევე არის ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი.

 

მმართველობის წევრები არიან: ს. გვასალია, ბ. ხელაია, ზ. კასაძე. საზოგადოების რეკვიზიტებია: ქ. დუშანბე, ლომონოსოვის ქუჩა N 367, ბინა 11; ტელ: (+992 37) 238 11 05; მობ: (+992918 24 78 92).

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ