ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კონსტანტინე ჟღენტი

uzbekistan/kote-jgenti.jpg

კონსტანტინე ჟღენტი 

 

დაიბადა 1952 წლის 8 სექტემბერს ქ. თბილისში;

 

განათლება:

 

1970-1975  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის      სტუდენტი (სპეციალობა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების (არაბული) ისტორია);

 

საქმიანობა:

01.2008-02.2009 საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უნგრეთსა და სერბეთში;

 

02.2006-01.2008 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიასა და  უნგრეთში,            „ეუთო“–სა და ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში;

 

09.2004-02.2006 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში;

 

09.2000-09.2004 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხებზე);

 

09.1997-09.2000 საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოს საელჩოში ოტალიაში;

 

1995.09-1997.09 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი;

 

1992.07-1995.09– საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;

 

1992.02-1992.07- საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

 

1991.01-1992.02- საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზის დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი;

 

სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა:

 

1976.01-1989.01-საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის თანამშრომელი (უმცროს მეცნიერ თანამშრომლიდან, საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილების უფროსამდე);

 

1982-1983 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი;

 

24.02.1984–ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (სადისერტაციო თემა–განმათავისუფლებელი მოძრაობა პალესტინაში ინგლისის მანდატის წლებში);

 

1989.01-1990.01-მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი;

 

50–მდე სამეცნიერო შრომის და ერთი მონოგრაფის („პალესტინა და პალესტინელები“ თბილისი, „ნაკადული“ 1986 წ.) ავტორი;

 

1982-1987  წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების „მეორად“ ფაკულტეტზე;

 

1993 წლის 01.09-01.12- „მიწვეული მეცნიერ–თანამშრომელი“ აშშ–ს ჰარვარდის უნივერსიტეტის „კენედის სკოლაში“(მუშაობდა და კითხულობდა ლექციებს თემაზე–„რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში“);

 

2002-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს („გეოპოლიტიკის“ საკითხები) თბილისის უცხოენათა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე, თბილისის აზიის და აფრიკის ინსტიტუტში, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის კათედრაზე.

 

2009-2013- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სრული პროფესორი.

 

საზოგადოებრივი საქმიანობა:

 

1978-1989 საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საზოგადოება „ცოდნის“ საერთაშორისო მიმომხილველი;

 

2009-2013 რადიო–ტელევიზია პალიტრის გადაცემა–„აქ და ახლა“–ს ავტორი და წამყვანი;

 

მრავალი სტატიის ავტორი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებზე.

 

 

 

 

ოჯახური მდგომარეობა–ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

ფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ