ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 30.03.2017

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მიმდინარე თანამშრომლობის ასპექტები. ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთსშორის   ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას. მხარეებმამზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ  აღნიშნულ სფეროში არსებული მაღალი პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებითწარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო.

 
განთავსების თარიღი: 16.03.2017

2017 წლის 16 მარტს, ტაშკენტში, უზბეკეთის მირზო ულუგბეკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ზეიმი და გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიების (საფრანგეთის, შვეიცარიის, ეგვიპტის, სლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთის, ჩეხეთის) ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ა. მელაძემ.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 31  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ