საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2022 წლის 31 მარტს, .ტაშკენტში, „Alliance française de Tashkent“-ის შენობაში გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც უზბეკეთში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ.

საელჩომ ღონისძიებაზე მოაწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, სამზარეულო და საინფორმაციო მასალა ქართული ენისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.