საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

2022 წლის 7 აპრილს ქ. ტაშკენტში, სასტუმრო "Hyatt Regency Tashkent"-ში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კონვენციებისა და გამოფენების ბიუროს ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. აღნიშნულ ღონისციებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უზბეკეთის სხვადასხვა ტურისტული სააგენტოების, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროსა და კომპანია "Uzbekistan Airways"-ის წარმომადგენლებმა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა და კონვენციებისა და გამოფენების ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან ჯაფარიძემ.