საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

 

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2022 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ. წ. 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: tashkent.emb@mfa.gov.ge.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 

1.       განცხადების გადარჩევა.

2.       გასაუბრება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

1.       კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

2.       ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

3.       კარგად ფლობდეს რუსულ და ინგლისურ ენებს;

4.       იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებდეს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

5.       კანდიდატს უნდა ჰქონდეს უზბეკეთის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

 

კონკურსის თემატიკა:

 

1.       საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

2.       საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: tashkent.emb@mfa.gov.ge უნა წარადგინოს:

 

1.       განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი2);

2.       ავტობიოგრაფია;

3.       დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

4.       პასპორტის ასლი;

5.       ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

6.       ერთი ფოტოსურათი (3X4);

7.       ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე: Tashkent, Yunusobod district, Firdavsi str. 7.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი ეცნობება კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +998 71 235 86 80.

 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf
სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf