2021 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი დროით 19:30 ქ. ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სასტუმრო „უზბეკეთი“-ის ფასადი განათდა საქართველოს სახელმწიფო დროშით და გაშვებული იქნა საქართველოს მიღწევების, ბუნების და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო კოლაჟი.