ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე
2024 წლის 16 მარტს, „Alliance française de Tashkent“-ისა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც უზბეკეთში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას შესახლებლობა მიეცა გაცნობოდნენ საინფორმაციო მასალებს ქართული ენისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, დაეგემოვნებინა ქართული სასმელები და სამზარეულო.