აშშ-ის საელჩოში ორგანიზებული უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიება
2024 წლის 23 აპრილს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ჩხეიძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ტაშკენტში, აშშ-ისა და უკრაინის ელჩების მიწვევით, აშშ-ის საელჩოში ორგანიზებულ, უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც შედგა დოკუმენტური ფილმის "20 დღე მარიუპოლში" ჩვენება. ფილმში ასახულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს განხორცილებული სისასტიკის ქმედებები, რის შედეგადაც დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.