საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ქ. დუშანბეში
2024 წლის 28-30 მარტს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეში, ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა დელეგაციის შეხვედრები: ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან მ. ვატანზოდასთან; საგარეო ურთიერთობათა, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ს. ფატოჰზოდასთან; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ს. იმომისთან; სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორთან ხ. უსმონზოდასთან. აგრეთვე, გაიმართა ნიკოლოზ სამხარაძის ლექცია ტაჯიკეთის რესპუბლიკის ახალგაზრდა დიპლომატებთან. ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, დელეგაცია დაესწრო ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას.