Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია

საკონსულო განყოფილება

სიახლეები

 ელჩის შეხვედრა ქ. ტაშკენტის ვიცე-მერთან შაროფ რახმანოვთან

ელჩის შეხვედრა ქ. ტაშკენტის ვიცე-მერთან შაროფ რახმანოვთან

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართა ელჩის შეხვედრა ქ. ტაშკენტის ვიცე-მერთან შაროფ რახმანოვთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და სამრეწველო სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების საფუძველზე, ქ. ტაშკენტის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას ყველა მიმართულებით. ყურადღება გაამახვილა ერთობლივი საწარმოო სიმძლავრეების შექმნისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. გამოითქვა მოსაზრებები საინვესტიციო პოტენციალის, არსებული სამრეწველო ინფრასტრუქტურისა და პერსპექტიული პროექტების შესახებ. კერძოდ, ქ. ტაშკენტის სარენოვაციო პროგრამის ფარგლებში, ახალი საინვესტიციო პროექტების ერთობლივად განხორციელების, „ახალი ტაშკენტის“ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების, თანამედროვე სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის, ქ. ტაშკენტის „იანგი ავლოდის“ სპეციალურ სამრეწველო ზონაში ერთობლივი სამრეწველო პროექტების განხორციელებისა და უზბეკეთში ქართული კომპანიების მოზიდვის შესაძლებლობებზე. გამოითქვა მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროექტების განხორციელების საქმეში. On 3 November of this year, a meeting was held between the Ambassador of Georgia and Mr. Sharof Rakhmanov, Deputy Mayor of Tashkent. During the meeting, the parties discussed issues related to the further development of bilateral cooperation in the trade, economic, investment and industrial sectors. It was noted that, following the decisions and instructions adopted during the President of Uzbekistan’s visit to Georgia in July of this year, the Tashkent City Administration had expressed its readiness to facilitate the expansion of bilateral cooperation across all areas. Particular attention was paid to the prospects for establishing joint production facilities and further deepening bilateral trade and economic relations. The parties exchanged views on investment potential, existing industrial infrastructure and promising projects. In particular, discussions focused on the possibility of jointly implementing new investment projects within the framework of Tashkent’s urban renovation programme; constructing multi-storey residential complexes, modern hotels and shopping centres in the New Tashkent area; developing joint industrial projects in the Yangi Avlod Special Industrial Zone in Tashkent; and attracting Georgian companies to Uzbekistan. The parties expressed their readiness to promote mutually beneficial cooperation and implement joint projects in areas of shared interest.

📢 The Ministry of Foreign Affairs Announces the “Georgian Taste” Grant Competition

📢 The Ministry of Foreign Affairs Announces the “Georgian Taste” Grant Competition

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“ 📌 პროექტის მიზანი: ➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; ➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; ➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; ➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით. ✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: ➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს; ➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს; საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს; ➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს; ➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. 📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] 📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს. 🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://uzbekistan.mfa.gov.ge/ 📢 The Ministry of Foreign Affairs Announces the “Georgian Taste” Grant Competition 📌 Project Objectives: ➡️ To promote Georgian cuisine abroad; ➡️ To engage members of the Georgian diaspora in introducing Georgian dishes, recipes, and culinary traditions; ➡️ To organize culinary events, educational workshops, and camps where participants can actively learn how to prepare Georgian dishes; ➡️ To support Georgian restaurants, culinary clubs, and school projects established by diaspora members abroad, with the involvement of Georgia’s diplomatic missions and consular offices. ✅ Eligible Applicants: ➡️ Georgian diaspora organizations operating abroad; ➡️ Georgian Sunday schools abroad; ➡️ Young Georgians living abroad; ➡️ Georgian restaurants and culinary clubs operating abroad; ➡️ Citizens of Georgia who have resided abroad for at least the past one year and hold the legal right to remain in their country of residence for at least the next six months. 📩 Applications will be accepted until 10 August 2026 at: [[email protected]](mailto:[email protected]) 📌 The results of the competition will be announced on 10 September 2026. 🔗 For additional information, please visit: https://uzbekistan.mfa.gov.ge/

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.

20 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარტნიორობის, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს. ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმებები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ახალ ეტაპზე გადასვლას. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. On June 20, as part of his official visit to Tajikistan, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze met with the Speaker of the Assembly of Representatives of the Supreme Assembly of the Republic of Tajikistan, Faizali Idizoda. During the meeting, the parties discussed prospects for strengthening cooperation in various areas, including both bilateral and multilateral formats, as well as enhancing interparliamentary ties. The Speaker of the Assembly of Representatives of the Supreme Assembly of the Republic of Tajikistan expressed confidence that the high-level visit and the agreements signed during it would contribute to advancing bilateral relations and ushering in a new stage of cooperation between the legislative bodies of the two countries. Following the meeting, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze, together with the delegation, made a commemorative entry in the Book of Honoured Guests.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა

20 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პერსპექტივებს, ასევე - რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ. On June 20, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze met with President of the Republic of Tajikistan Emomali Rahmon. During the expanded-format meeting, the parties focused on prospects for the further development of bilateral relations, as well as issues of regional and international importance. The discussion highlighted the importance of deepening trade and economic cooperation and advancing partnership in the transport and logistics sectors. The sides also reviewed cooperation in the fields of culture, humanitarian affairs, and tourism, which will contribute to strengthening people-to-people ties. Following the meeting, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze and President of the Republic of Tajikistan Emomali Rahmon adopted a Joint Communiqué on the further development and strengthening of relations between the two countries.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა

19 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისტორიულად შეაფასა და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ. On June 19, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze met with Prime Minister of the Republic of Tajikistan Kohir Rasulzoda. During the one-on-one meeting, special emphasis was placed on the significance of the official visit of the Prime Minister of Georgia to Tajikistan. The parties expressed hope that this first visit at the highest level would elevate bilateral relations to a new stage and provide additional impetus for deepening cooperation across various fields. The Prime Minister of the Republic of Tajikistan described the visit of the Prime Minister of Georgia as historic and reaffirmed his readiness to further strengthen friendly relations with Georgia. Following the meeting, agreements on cooperation in various fields between Georgia and the Republic of Tajikistan were signed. The signing ceremony was attended by the Prime Ministers of Georgia and Tajikistan.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.