Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

📢 The Ministry of Foreign Affairs Announces the “Georgian Taste” Grant Competition

📢 The Ministry of Foreign Affairs Announces the “Georgian Taste” Grant Competition

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“ 📌 პროექტის მიზანი: ➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; ➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; ➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; ➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით. ✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: ➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს; ➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს; საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს; ➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს; ➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. 📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] 📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს. 🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://uzbekistan.mfa.gov.ge/ 📢 The Ministry of Foreign Affairs Announces the “Georgian Taste” Grant Competition 📌 Project Objectives: ➡️ To promote Georgian cuisine abroad; ➡️ To engage members of the Georgian diaspora in introducing Georgian dishes, recipes, and culinary traditions; ➡️ To organize culinary events, educational workshops, and camps where participants can actively learn how to prepare Georgian dishes; ➡️ To support Georgian restaurants, culinary clubs, and school projects established by diaspora members abroad, with the involvement of Georgia’s diplomatic missions and consular offices. ✅ Eligible Applicants: ➡️ Georgian diaspora organizations operating abroad; ➡️ Georgian Sunday schools abroad; ➡️ Young Georgians living abroad; ➡️ Georgian restaurants and culinary clubs operating abroad; ➡️ Citizens of Georgia who have resided abroad for at least the past one year and hold the legal right to remain in their country of residence for at least the next six months. 📩 Applications will be accepted until 10 August 2026 at: [[email protected]](mailto:[email protected]) 📌 The results of the competition will be announced on 10 September 2026. 🔗 For additional information, please visit: https://uzbekistan.mfa.gov.ge/

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.

20 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარტნიორობის, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს. ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმებები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ახალ ეტაპზე გადასვლას. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. On June 20, as part of his official visit to Tajikistan, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze met with the Speaker of the Assembly of Representatives of the Supreme Assembly of the Republic of Tajikistan, Faizali Idizoda. During the meeting, the parties discussed prospects for strengthening cooperation in various areas, including both bilateral and multilateral formats, as well as enhancing interparliamentary ties. The Speaker of the Assembly of Representatives of the Supreme Assembly of the Republic of Tajikistan expressed confidence that the high-level visit and the agreements signed during it would contribute to advancing bilateral relations and ushering in a new stage of cooperation between the legislative bodies of the two countries. Following the meeting, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze, together with the delegation, made a commemorative entry in the Book of Honoured Guests.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა

20 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პერსპექტივებს, ასევე - რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ. On June 20, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze met with President of the Republic of Tajikistan Emomali Rahmon. During the expanded-format meeting, the parties focused on prospects for the further development of bilateral relations, as well as issues of regional and international importance. The discussion highlighted the importance of deepening trade and economic cooperation and advancing partnership in the transport and logistics sectors. The sides also reviewed cooperation in the fields of culture, humanitarian affairs, and tourism, which will contribute to strengthening people-to-people ties. Following the meeting, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze and President of the Republic of Tajikistan Emomali Rahmon adopted a Joint Communiqué on the further development and strengthening of relations between the two countries.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა

19 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისტორიულად შეაფასა და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ. On June 19, Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze met with Prime Minister of the Republic of Tajikistan Kohir Rasulzoda. During the one-on-one meeting, special emphasis was placed on the significance of the official visit of the Prime Minister of Georgia to Tajikistan. The parties expressed hope that this first visit at the highest level would elevate bilateral relations to a new stage and provide additional impetus for deepening cooperation across various fields. The Prime Minister of the Republic of Tajikistan described the visit of the Prime Minister of Georgia as historic and reaffirmed his readiness to further strengthen friendly relations with Georgia. Following the meeting, agreements on cooperation in various fields between Georgia and the Republic of Tajikistan were signed. The signing ceremony was attended by the Prime Ministers of Georgia and Tajikistan.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის — 26 მაისისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის — 26 მაისისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის — 26 მაისისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის — 26 მაისისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება ჩატარდა მიმდინარე წლის 26 მაისს, ქ. ტაშკენტში, JW Marriott Tashkent City-ის მიღებათა დარბაზში. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ უზბეკეთის სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და კულტურული წრეების, მედიისა და დიასპორის წარმომადგენლები. მოსაწვევ სტუმართა რაოდენობა შეადგინა 250 პერსონას. ღონისძიების მთავარი სტუმარი იყო უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ლაზიზ კუდრატოვი. ასევე, დიპლომატიური კორპუსიდან მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, რუმინეთის, გერმანიის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ელჩებმა. მიღებაზე მუსიკალურ პროგრამას ასრულებდა უზბეკეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ქამოლიდდინ ურინბაევი-ს ხელმძღვანელობით. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს ხედებისა და ეროვნული სამოსის ამსახველი ფოტოგამოფენის კუთხე. ასევე, მიმდინარე წლის 26 მაისს, პარიტეტის საფუძველზე (როგორც 2025 წლის 26 მაისს), განხორციელდა სიმბოლური ღონისძიებები — ქ. ტაშკენტის ცენტრში მდებარე Marriott Tashkent City-ისა და მიმდებარე შენობების, ასევე ქ. დუშანბეში მდებარე Grand Rudaki Tower-ის საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათება. დამატებით იხილეთ👇 https://nuz.uz/2026/05/27/den-nezavisimosti-gruzii-otmetili-v-tashkente/ An official reception dedicated to Georgia’s Independence Day — May 26 — was held on May 26 of the current year in Tashkent, at the reception hall of the JW Marriott Tashkent City. The target audience included representatives of the state institutions of Uzbekistan, diplomatic missions and international organizations, academic and cultural circles, media representatives, and the Georgian diaspora. The number of invited guests amounted to 250 persons. The guest of honor at the event was the Minister of Investments, Industry and Trade of the Republic of Uzbekistan, Mr. Laziz Kudratov. Ambassadors of the United States of America, the European Union, Romania, Germany, Azerbaijan, and other countries also attended the reception as representatives of the diplomatic corps. The musical program of the reception was performed by the State Symphony Orchestra of Uzbekistan under the direction of Kamoliddin Urinbayev. Within the framework of the event, a photo exhibition corner showcasing Georgian landscapes and national costumes was organized. In addition, on May 26 of the current year, on the basis of parity (as on May 26, 2025), symbolic events were carried out — the illumination of the JW Marriott Tashkent City and surrounding buildings located in the center of Tashkent, as well as the Grand Rudaki Tower in the colors of the Georgian national flag. Additional information is available below👇 https://nuz.uz/2026/05/27/den-nezavisimosti-gruzii-otmetili-v-tashkente/

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთის რესპუბლიკაში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთის რესპუბლიკაში

2026 წლის 18-21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სადაც მას უზბეკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით პარტნიორობის გაფართოებაზე იმსჯელეს. მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. გეკა გელაძე ეწვია უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 20 აპრილს სამარყანდში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა. On April 20–21, 2026, the Minister of Internal Affairs of Georgia, Geka Geladze, paid an official visit to the Uzbekistan together with his delegation. He was hosted by the Minister of Internal Affairs of Uzbekistan, Aziz Tashpulatov. During the visit, a bilateral meeting was held, where the parties discussed cooperation in the field of law enforcement and explored ways to expand their partnership in combating crime. The ministers also signed a cooperation agreement. Geka Geladze visited the Academy of the Ministry of Internal Affairs of Uzbekistan and the Tashkent Police Department. On April 20, he also took part in an international forum in Samarkand dedicated to combating transnational drug threats.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

Navruz Celebration

Navruz Celebration

2026 წლის 21 მარტს, უზბეკეთის რესპუბლიკაში, ქ. ტაშკენტში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ქართული დიასპორული ორგანიზაციის “მეგობრობა” მონაწილეობით , ნავრუზის დღესასწაულის აღსანიშნავად გაიმართა ეროვნული კულტურული ცენტრების სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა შავკატ მირზიოევმა. On March 21, 2026, in Tashkent, Republic of Uzbekistan, with the support of the Embassy of Georgia and the participation of the Georgian diaspora organization “Megobroba,” a festive concert of national cultural centers was held to celebrate Navruz. The event was attended by the President of the Republic of Uzbekistan, Mr. Shavkat Mirziyoyev.

Georgian Culture Days

Georgian Culture Days

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, 9-11 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის „ერისიონისა“ და უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლის „ტუმორის“ ერთობლივი გალაკონცერტით. კონცერტი, სახელწოდებით „კულტურათა დიალოგი - საქართველო და უზბეკეთი: მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“, ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით კოტარია და სხვა მოწვეული სტუმრები. ქართული კულტურის დღეების პროგრამა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა, მათ შორის, 10–11 მარტს ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში ქართული კინოს ჩვენებებს. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ცნობილი ფილმები: „შერეკილები“, „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“. უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თინათინ რუხაძემ ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში მდებარე პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკო. საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით მსგავსი მასშტაბის კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებას. The Embassy of Georgia in the Republic of Uzbekistan, in cooperation with the Ministry of Culture of Georgia, organized Georgian Culture Days in the capital of Uzbekistan, Tashkent, on March 9–11. The Culture Days were ceremonially opened with a joint gala concert by the Georgian State Folk Ensemble “Erisioni” and the ensemble “Tumor” of the Alisher Navoi State Academic Bolshoi Theatre of Opera and Ballet of Uzbekistan. The concert, titled “Dialogue of Cultures – Georgia and Uzbekistan: Heritage and Modernity,” was held at the Alisher Navoi State Academic Bolshoi Theatre of Opera and Ballet. As part of the event, an exhibition of artworks dedicated to Georgian–Uzbek themes was also organized. The event was attended by the Minister of Culture of Georgia, Tinatin Rukhadze, the Minister of Culture of the Republic of Uzbekistan, Ozodbek Nazarbekov, the Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to the Republic of Uzbekistan, David Kotaria, as well as other invited guests. The program of the Georgian Culture Days was diverse and included screenings of Georgian films on March 10–11 at the Alisher Navoi Cinema in Tashkent. The audience had the opportunity to watch well-known films by Eldar Shengelaia and Mikheil Kobakhidze, including “The Eccentrics”, “The Wedding”, “The Umbrella”, and “The Musicians.” During her visit to Uzbekistan, Tinatin Rukhadze also laid flowers at the monument of the Georgian poet Shota Rustaveli, located in the square named after him in Tashkent. With the active support of the Embassy of Georgia, cultural events of such scale contribute to the strengthening of friendly relations between Georgia and Uzbekistan and the deepening of ties between the two nations.

ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“

ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“

2025 წლის 4 ნოემბერს, სამარყანდის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტი

2025 წლის 4 ნოემბერს, სამარყანდის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტი

2025 წლის 4 ნოემბერს, სამარყანდის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტი.