მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით და მადლობას გიხდით უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდით დაინტერესებისათვის!
მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ჩემი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოში. ჩვენი საელჩო, ასევე, აკრედიტებულია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში, რომელთანაც ჩამოყალიბებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და გაღრმავება, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, როგორც სავაჭრო, ისე კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში, ჩვენი ქვეყნებისა და მოძმე ქართველი და უზბეკი ხალხის საკეთილდღეოდ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული კავშირების თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
ამასთან, საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობა.
საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსებული სიახლეებითა და მასალებით შესაძლებლობა გაქვთ თვალ-ყური ადევნოთ საელჩოს საქმიანობას, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების პროცესებს, ასევე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.