საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2022 წლის 8 მაისს, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანმა ალექსანდრე ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იყო უზბეკეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს მიერ. ალექსანდრე ყიფიანმა ყვავილებით შეამკო ქ. ტაშკენტში მდებარე მემორიალური კომპლექსი „ძმათა სასაფლაო“.