Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან

2024 წლის 18 მარტს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ჩხეიძე შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს ოზოდბეკ ნაზარბეკოვს. განხილულ იქნა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს.