გამოსამშვიდობებელი შეხვედრები
2024 წლის 19 ივნისს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ჩხეიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მაჯლისის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარესთან, ნურიდინ ისმოილოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რაჰმატულა ნურიმბეტოვთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები.
საქართველოს საელჩოს მხრიდან შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ უფროსი მრჩეველი ირაკლი კანდელაკი და მრჩეველი ნინო მანჯგალაძე.