უზბეკი და ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა
მ. წ. 13 აპრილს, ქ. ტაშკენტში, "გალერეა 81"-ში გაიხსნა უზბეკი და ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით "IV TAF რეზიდენტები - Tbilisi Art Fair ტაშკენტში". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამი ქართველი მხატვრის - ლევან მოსიაშვილის, თემურ ქადაგიშვილისა და მერაბ გაგილაძის ნამუშევრები და უზბეკი მხატვრების - იბრაგიმ ვალიხოჯაევის, ხურშიდ ზიახანოვის, ტატიანა ფადეევას, უმარ რაჯაბოვისა და MG-ის ფერწერული ტილოები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მ. წ. 11-14 აპრილს თბილისში თანამდეროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში „Tbilisi Art Fair“. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საელჩოს წარმომადგენლები.