30 ოქტომბერი - 2 ნოემბერს სამარყანდში, იუნესკოს 43-ე გენერალური ასამბლეა
30 ოქტომბერი - 2 ნოემბერს სამარყანდში, იუნესკოს 43-ე გენერალური ასამბლეაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო სამინისტროს ორგანიზებით, კომპლექს "Silk Road Samarkand”- ში, მოეწყო ქართული პავილიონი, რომელიც ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას - ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას მიეძღვნა. აღნიშნული ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მოეწყო. გამოფენა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ღონისძიებას დაესწრნენ იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით, სამარყანდის სილქროუდ კომპლექსში, გაიმართა მიღება „ქართული საღამო“ და ქართული ფოლკლორის ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი, უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები, იუნესკოს ხელმძღვანელი პირები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები და დიპლომატები.
From 30 October to 2 November, in Samarkand, during the 43rd UNESCO General Conference, and within the framework of the visit of the Minister of Foreign Affairs of Georgia, Maka Bochorishvili, the Ministry of Foreign Affairs of Georgia organized a Georgian Pavilion at the Silk Road Samarkand complex.
The pavilion was dedicated to Georgia’s intangible cultural heritage — the tradition of Qvevri wine-making and Georgian polyphonic singing.
The event was organized in cooperation with the Ministry of Culture of Georgia and the National Wine Agency.
The exhibition was officially opened by the Minister of Foreign Affairs of Georgia.
The event was attended by UNESCO Director-General Audrey Azoulay, as well as representatives of diplomatic missions and international organizations.
In addition, on behalf of the Minister of Foreign Affairs of Georgia, a reception titled “Georgian Evening” and a concert by the Georgian folk ensemble “Basiani” were held at the Silk Road Samarkand complex.
The event was attended by the Minister of Foreign Affairs of the Republic of Uzbekistan, Bakhtiyor Saidov, representatives of the Government of Uzbekistan, senior UNESCO officials, as well as delegations and diplomats from various countries.

